ლაკბე

დიალოგები და მონოლოგები უჩინმაჩინის ქვეყნიდან

Posts Tagged ‘

ფრანც მესმერის კასრი

without comments

Franz Anton Mesmer (1734-1815).

ფრანც მესმერსავსტრიელ ექიმსა და თანაც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მეგობარს, ცხოველური მაგნიტიზმის შესახებ თეორია ჰქონდა ჩამოყალიბებულიადამიანს აქვს მაგნიტური ფლუიდები (ფლუიდი ლათინურადდენადს” ნიშნავს). ეს არის რაღაცფსიქიკური დენი”, რომელსაც გამოასხივებს ადამიანის სხეული და გადასცემს სხვასაც  

მესმერს სპეციალური კასრი ჰქონდა, საიდანაც გამოდიოდა რკინის მილები  

ამ კასრის გარშემო ავადმყოფები ისხდნენ და თავად მესმერს ელოდნენ და ელოდნენ ხოლმე  

ბოლოს, როგორც იქნებოდა, გამოვიდოდა საგანგებო ტანსაცმელში გამოწყობილი ექიმი თავისი მეგობრის მუსიკის თანხლებით და ხელში რკინის ჯოხით, რომელსაც ჯერ მოცარტის ჯადოსნურ ჰანგებს ააყოლებდა და, რომ იგრძნობდა, ფლუიდები მომემატაო, იმ თავის რკინის ჯოხს კასრს დაადებდა  

ავადმყოფები კი ხელს შეახებდნენ კასრიდან გამოსულ მილებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისე იკურნებოდნენ, რომ ფრანც მესმერი თავისი კასრით, რკინის ჯოხითა და, რაც მთავარია, მოცარტის მუსიკით მთელ ევროპაში მოგზაურობდა და თავის მეგობარზე არანაკლებ პოპულარულიც გახდა. 

Written by უჩინმაჩინი

თებერვალი 28, 2008 at 10:53 AM