ლაკბე

დიალოგები და მონოლოგები უჩინმაჩინის ქვეყნიდან

Posts Tagged ‘ლანდრასი

სანტოსი, ბარბარა და მარისელა

with 3 comments

Santosi, Barbara da Marisela
სანტოსი, ბარბარა და მარისელა

ლანდრასი (Danish Landrace)

ლანდრასი (დან. Landrace < land „ქვეყანა, სოფელი ადგილი“ და race „ჯიში“), სპეციალიზებული საბეკონე ჯიშის ღორი, გამოიყვანეს დანიაში XX საუკუნის დასაწყისში. ყოფილ სსრკ-ში შემოიყვანილია შვეციიდან 1948 წელს, საქართველოში — კალუგის ოლქიდან 1967, ნოვოსიბირსკიდან — 1976 (ხობის, ლაგოდეხის, საგარეჯოს რაიონებში). აქვს გრძელი სხეული (160-175 სმ), ჩამოყრილი ყურები, თეთრი ფერი. კერატის მასა 250-300 კგ, ნეზვისა 200-220 კგ, ნაყოფიერება 10-12 გოჭი, მერძეულობა 70-80 კგ. სარეალიზაციო მასას (100 კგ) 189 დღისა აღწევს. სუქებისას წონამატი 700-800 გ და მეტი. საკვების დანახარჯი ერთი კგ წონამატზე 3,9 კგ საკვები ერთეული.

ლიტერატურა
შუბითიძე ი., ქსე, ტ. 6, გვ. 119-120, თბ., 1983

ვიკიპედია®

Barbara, Marisela da Santosi

Written by უჩინმაჩინი

November 1, 2009 at 7:26 PM

Posted in Lakbe-Photo

Tagged with