Posts Tagged ‘ბობოისკარი’
ბობორაცია
მიხოს მოსაძებნად “ბობორაციას” ჩავრთავ “ურაკპარაკზე და სანათა დღეს ჩამოვა იმედია თელავიდან, სადაც “საკაფიოზოდ” ბრძანდება და საქეიფოდაც ეროვნულ საწყისებზე.
ბაობაბო, ბობორიკაიმ სანათას ამბავ ჯერ არ იცისა, საით არისა და მიხოზე კი ეგრე ითქმება:
***“ბობორაცია” კი არა,
რომც ჩართო დელეგაცია,
ვერც მიხოს ნახავ იქა და,
ვერც კვალს, ბობოის კლანჭიანს…
![]()
***
იქ სადაც რაციებია
შე კაროლო და შე ტუზო
მორევში უნდა გადახტე-
აახ პრედუზო-მედუზო!
***
იქ, სადაც რაციებია,
ბობოს გულ გასციებია -
ჯოკერად ჩასძინებია
და ყვავად გაჰღვიძებია.
![]()
***
არა ძმაო ეგრე არა_
მართლა თქვი თუ მომელანდა?!
გიჯობს ყვავად ჩაიძინო
გაიღვიძებ ჯოკერადა!
ბაო, საკაფიოზო დარბაზიც გაჩნდა და იმედი მაქვს, კონგრესის შეკრება არ გადავადდება
***
კაფიებისთვის დარბაზი არა მგონია გამოდგეს_უმჯობესია ბაღი ან ხეივანი…იქ აუცილებლად უნდა იყოს წყარო და ფრინველთა სამეზობლო… ვერაფერი შეედრება იმ ადგილს_ბობოსა და არჩანდას რომ ჰქონიათ კოსმოსის იქით ჩვენთვის შეუმჩნეველი ვარსკვლავების ახლოს მაგრამ ბობო და არჩანდა შეგვიშვებენ?
![]()
***
ჰნახავ, ვაჟავ, გეფიცები
მაგათ ყველას – ოხერადა.
ჯოკერი თუ ვერ ვიქნები,
ჯოდ ხო ვიმღერ, კოკერადა! ![]()
ჯო კოკერი ხო იცი, ვაჟიკავ, – მაგარი მომღერალი როა?
***
ბობოისკარი იგონთა
წიკლაურ ბაომ – მთისადა.
ეგაა ჩვენი იკორთა,
მოყვარე კლდის და ნისლთასა.
გვსტუმრობდეთ, მაგვიგონებდეთ,
ჟამ არ დაჰკარგოთ ცდისადა.
ბაობაბ ბობოისკარზე
ამწვდენი არის ცისადა.
იქ გაიყოფენ თხილის გულს
ყველა მამსვლელი ძმისადა.
***
საქართველოში მთლიანად
რომ გაქრეს კვალი რუსების
(გავკარი ჯოკერ-კოკერებს)
ჩვენ უნდა ვიყოთ ტუზები!!!
![]()
***
ჯო კოკერ სკვითი ნუ გგონავს,
მომღერალ არი ჯაზისა.
იმის სიმღერის გამგონე
რუსი პირთაქვე გარბისა.
ტუზებ რო გასჭრის ჯოკერი,
არ გესწავლება ჩემგანა.
ჯოკერი არი მოდერი -
ეგრე ვთამაშობთ ჩვენაცა.
——————–
ბობო არ იმალება – FINNEGAN
და ესეც არჩანდა – ARCHANDA, არმური.
***
კარტი არ მითამაშია
საუკუნეზე მეტია…
ჰამლეტ გონაშვილს ვაღმერთებ
კოკერი მასთან ცეტია
ისე დამსეტყვე ლექსებით
გვერდზე ვერ გამიხედია
მალე ყირაზე დავდგები
ისე დავიწყებ ხეტიალს!
*
გესმის?_როშკის მწვერვალიდან
დაგიძახა ხირჩლათ მიხამ:
“ბობო საკვირველებაა
შენ_არჩანდავ ჯიგარი ხარ!”
არ თქვა ახლა არა ვარო
ჩემო ძმაო და ფალავანო!
![]()
ბობო -
***
ეე, ვაჟიკავ, გულ არ მითმენს -
“ჯიგრად” გვიხმობ არჩანდასა?! -
მაგის ფალავნობა ჰკითხე
აქვე ჩამვლელ სანათასა.
![]()
***
როშკიონების მწვერვალთა
დარდი შამამრჩა ადრითა.
მანდ მოვრეკ პოვეტ-მწერალთა,
როშკიონ მიხას ხათრითა.
სანათა -
***
დაგძინებია, არჩანდავ,
დაგსიზმრებია ხინკალი,
რეერთან ნაოჭან ხქონდენ? -
არ დამიმალო, მითხარი.
ვაჟიკას რაად ვეხვეწოთ,
ბლომად მაქვ ხაჭონ, წმინდანი.
—
“წმინდანი” – ხორბლის კარგი ფქვილი.
კაცო, ვაჟავ, მაინც შენს მეტი არავინ მელაპარაკება მე აქა და, ერთი მეც გამაგებინე, – აექ რო ადრე “ჭურკლუბი” იყო, იიის რა იქნა? ირაკლი ლომოურის გამოგონილი იყო ისა და ვეღარ მიპოვნია – იქ ხო რაღაცეები დაგიწერე, კაცო, ჯო კოკერზედა და რა იქნა, ხო არ იცი, დამიწერდი იქა შენა რამე-რუმეებსა და პასუხები არ დაგიწერო იქა?
და როგორ დაგიწერო, როცა რო აღარ არისა და ვეღარ მამიძებნია? ![]()
Sanatha -
***
მუზას თხოვნა არ სჭირდება,
დროზედ თავისით მოალის,
ვერც მარტო გენი გიშველის,
ვერც პაპის დანატოვარი.
რითმის უცოდნელ ეძახი
ბობოს რაად სჩაგარავ ძოღანა,
ლებიოან ჯამ მოგპარა,
თუ დამბალხაჭოს ძობანა?!
შენ კიდევ ძილში არჩანდავ,
დაგსიზმრებია ხინკალი,
რეერთან ნაოჭან ხქონდენ,
არ დამიმალო, მითხარი ….
ვაჟიკაი რას ეხვეწები,
ბლომად მაქვ ხაჭონ წმინდანი ![]()
ბობო, “ჭურკლუბისა” კიდევა ეგრე მგონავ, უპატრონო ეკლესიას რო ეშმაკები არ დაჰპატრონებოდნენ(რა იცი, ვის დასტოვებენ ეს რუსები აქა!!!) ამ ჩვენმა კაი გიო ადმინმა სახლში წაიღო თავის ჭურებიან, ხაპ-ორშიმოებიან, ლიტრა-ხელადებიანა და მგონია ზედაშეებიც ზედ მიაყოლა… ინახავს კაცო!
***
ბობოვ არჩანდას აცნობე
გამოიცვალა დარიო_
“ჭურკლუბი” ჭურში ჩავარდა
ვინაა ამომყვანიო?!
![]()
(IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif) (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif) (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif)
ნასიზმრებ ხაჭუს ხინკალზე თქმული
(ფანდურზე დასამღერი)
ნაოჭებ ვეღარ მავსთვალე,
სურნელ რამ ხქონდა სვიანი.
უმალ ვარიდე ავ თვალებს,
სიტყვაც ვუთხარი გზიანი:
ტიალო, ხაჭუს ხინკალო,
როგორ ლამაზად სჩანხარო.
არ ვიც, მუზეუმს მიგართო
ან თუ ავდგე და შაგჭამო.
ხაჭუს ხინკალო, კარგი ხარ,
ქამა სოკოსა ღგევხარო;
ერბოსთან – ჭკვაში მამდიხარ,
ჟიპიტაურთან – მზე ხარო!
***
კაწალხევს შამოფრენილებს
იმდენს მოგართმევთ ხაჭოსა
ბობოს დოსტებმა კი არა
ლაშქარმაც ვერ დახარჯოსა
არჩანდა ხაჭოს ხინკალმა
ვაითუ გაგვიტანჯოსა
ხორცისა უნდა მივართვათ
მასპინძელს გაუმარჯოსა!

