Posts Tagged ‘ანდრო ენუქიძე’
სანამ თავს ჩამოიხრჩობდე…
სიკვდილი
ისარგებლა, რომ მარტო ეძინა და ფანჯრის ცხაურზე თავის ჩამოხრჩობა სცადა ქამრით. მაგრამ გაუყარა თუ არა კისერი ყულფში, შეეშინდა სიკვდილისა. არა, იმიტომ არ შეშინებია, რომ ბოლო წუთებში ტანჯვის გადატანა მოუხდებოდა. გადაწყვიტა, გაემეორებინა ცდა, გაეზომა დახრჩობისათვის საჭირო დრო. და აი, მცირედი წვალების შემდეგ იგრძნო, რომ გონება ებინდებოდა. ცოტაც და, გათავდებოდა კიდეც. თვალი უსწორა საათის ისრებს, და ცხადი გახდა, რომ ჭირთათმენა წუთსა და ოც წამს გრძელდებოდა. ფანჯარას უკუნი მოსდგომოდა, ამ სიბნელეში მამლის ყივილი გაისმა.
აკუტაგავა – “ცხოვრება იდიოტისა”, 1927
სანამ ეგეთივე ცდას ჩაატარებდე, სარეპეტიციოდ გასტროსკოპიაზე უნდა მიხვიდე. მანიპულაციის ჩატარებამდე უმკაცრესად იკრძალება ჭამა უახლოესი რვა-ათი საათის განმავლობაში.
გასტროსკოპიას ატარებენ ექიმ-ენდოსკოპისტები, რომლებმაც სპეციალიზაცია გაიარეს გასტროსკოპიაში. უსიამოვნო შეგრძენებების თავიდან ასაცილებლად პაციენტის ყელი მუშავდება ლიდოკაინით. პაციენტს სთხოვენ, კბილები მოუჭიროს პლასტმასის ალიკაპს, რომლის შიგნითაც ხვრელია დატოვილი, სადაც შეჰყავთ ენდოსკოპის მილი; მერე სთხოვენ, მოადუნოს ყელი და გააკეთოს გადაყლაპვის მოძრაობა, რომლის დროსაც ექიმს შეჰყავს გასტროსკოპი საჭმლის მომნელებელში. გამოკვლევის ჩატარების დროს ღებინების კრუნჩხვების და სხვა უსიამოვნო შეგრძნებების შესამცირებლად პაციენტს რეკომენდაციას აძლევენ მშვიდად და ღრმად ისუნთქოს. მოწყობილობას მიეწოდება ჰაერის მცირე რაოდენობა, რათა გაასწოროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ორგანოები. ექიმი ათვალიერებს მომნელებელ, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ზედაპირს. აუცილებლობისას, ტარდება ფოტო და ვიდეო გადაღებები და გამოსახულების ჩაწერა. ჩვენებების მიხედვით შეიძლება ჩატარდეს ბიოპსია ანდა ტრანსენდოსკოპიური pH-მეტრია. ასევე ჩვენებების მიხედვით ატარებენ ისეთ სამკურნალო მანიპულაციებს, როგორიცაა სისხლდენის შეჩერება, პოლიპების მოშორება, წამლის შეყვანა. მერე გასტროსკოპი ამოაქვთ საყლაპავი მილიდან.
ეს ჭირთათმენა სამი-ოთხი წუთი გრძელდება და რამდენჯერმე გეგონება, რომ უკვე დაიხრჩე.
მე თავის ჩამოხრჩობაზე არც მიფიქრია, ისე მომიწია ამ მანიპულაციის გაკეთება და რამდენჯერმე მეგონა, რომ უკვე დავიხრჩე, რადგან მესმოდა ჩემივე ხროტინი, ასევე რამდენჯერმე წამომაზიდა… და ამ ჭირთათმენის ბოლოს სულ ჭირის ოფლში ვცურავდი…
მოკლედ, ძალიან მაგარი რამეა ეს გასტროსკოპია – ისეთ ექსტრიმში ხარ, რომ შენი ცხოვრების გამოდარდებასაც ვერ ასწრებ და რაც მთავარია, ნელ-ნელა და მომაბეზრებლად, ცრემლიანი მოგონებებით არა კვდები…
მერე ექიმმა მითხრა, 1,0×1,2 სმ. ზომის წყლული გაქვსო, გამომიწერა ექვსი წამალი, რასაკვირველია, ულსეპანის თამადობით და ერთი თვით, და კიდევ დიეტა დამინიშნა, სადაც ყველაფერი უგემურია და რაც გემრიელია, არაფრის ჭამა არ შეიძლება.
დავიწყე ამეების სმა და დიეტობაც, მეტი რა გზაა – გრძელ შარში ხარო, ექიმმა შემაშინა, ვარიკოზული ვენის ამოჭრაზე არც იფიქრო, სანამ ეს წყლული არ შეხორცდება – სისხლდენა დაიწყება და ვეღარ გავაჩერებთო; ხომ არ გინდა, ნახევარი კუჭი ამოგაჭრათ და დაინვალიდდეო… ერთ თვეში მოხვალ და ამ ზონდს კიდევ ერთხელ გადაყლაპავო…
ანდრომ მითხრა, მოსკოვში ინდური წამალი იყიდება, სახელად “პილობაქტი”, თოთხმეტი აბი ორასი დოლარი ღირს, მაგრამ იმას რომ დალევ ერთ კვირაში, ხუთი წლით თავისუფალი ხარ წყლულისგანო…
ПИЛОБАКТ (PYLOBACT)
CLARITHROMYCIN, OMEPRAZOLE, TINIDAZOLE
Производитель: RANBAXY LABORATORIES Ltd
Представительство: РАНБАКСИ ЛАБОРАТОРИЗ Лтд
Код АТХ: A02BD
Форма выпуска, состав и упаковка
Комбинированный набор (суточная доза)
Блистер содержит:
капсулы (2 шт. в уп.) 1 капс.
омепразол 20 мг
таблетки, покрытые оболочкой (2 шт. в уп.) 1 таб.
кларитромицин 250 мг
таблетки, покрытые оболочкой (2 шт. в уп.) 1 таб.
тинидазол 500 мг
6 шт. (в комплекте – таблетки двух видов и капсулы) – блистеры (7) – пачки картонные.
Регистрационный №:
комбинированный набор (суточная доза): блистер.; капс. 20 мг: 2 шт; таб., покр. оболочкой, 250 мг: 2 шт.; таб., покр. оболочкой, 500 мг: 2 шт.; в упаковке 7 блистеров – П №012233/01-2000 13.09.00
Фирма-производитель — RANBAXY LABORATORIES Ltd
129223 Москва, Мира пр-т, ВВЦ
Деловой центр ТЕХНОПАРК
стр. 537/4, оф. 45, 47, 48
Тел.: (095) 234-56-11; Факс: (095) 234-56-19
Ranbaxy Laboratories Ltd
10th floor, Devika Tower, 6
Nehru Place, New Delhi – 110019
Ranbaxy Ireland Ltd
Spafield Cork Road
Cashel, CO, Tipperary, Ireland
Ohm Laboratories Inc.
(Ranbaxy Group Company)
1385 Livingston Ave, PO Box 7397
North Brunswick, NJ 08902, USA
და ეს ყველაფერი დავამთავროთ მხიარული, ჩიტირეკია და თან დარდიანი გენიოსის ერთი მაგარი ნათქვამით:

***
ფრანსუა ვარ, ესეც ისე,
მაწევს, როგორც განაჩენი.
ეუწყება მალე კისერს,
რას იწონის გავა ჩემი.
ანდრო ენუქიძე
“იბერია – სპექტრი”, # 332
30 აგვისტო – 5 სექტემბერი, 2000 წელი
თინათინ პასიკაშვილი
ანდრო ენუქიძე : “ფილმზე მუშაობა თავისთავად რთული პროცესია”
დღეს ქართველი ტელემაყურებელი განებივრებულია – (თუ დათრგუნულია?) უცხოური ტელესერიალებით. გინდა თუ არა, იძულებული ხარ უყურო ამ ყოვლად უგემოვნო, ან ჩვენი ცნობიერებისათვის ყოვლად მიუღებელ ფილმებს, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგ ფილმებსაც გვაჩვენებენ, რომელთა ნახვას არც შვილებს და შვილიშვილებს არ დაუშლი და შენც ესთეტიკურ სიამოვნებას განიჭებს. ასეა თუ ისე, ჩვენს ტელეეკრანებზე უამრავ უცხოურ ტელესერიალს უჩვენებენ.
და აი, ქართველ ტელემაყურებელს ამ მხრივ სიახლე ელის – 1 სექტემბრიდან საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი იწყებს პირველი ქართული ტელესერიალის ჩვენებას! თვით ის ფაქტი, რომ ამ ყოვლისმომცველ კრიზისულ სიტუაციაში საქართველოში ტელესერიალს იღებენ, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ხელოვნება ცოცხლობს და სიახლეებსაც გვთავაზობს.
ამ სიახლით ჩვენი გაზეთიც დაინტერესდა და ფილმის რეჟისორს ბატონ ანდრო ენუქიძეს სტუდიაში ვეწვიე.
ანდრო ენუქიძე თეატრალური რეჟისორია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი. მისი პედაგოგი გახლდათ დიმიტრი ალექსიძე. მისი გარდაცვალების შემდეგ ჯგუფს თემურ ჩხეიძე ხელმძღვანელობდა. ანდრო ენუქიძეს ბოლო პერიოდში დადგმული აქვს სპექტაკლები სხვადასხვა თეატრებში, მაგალითად, რუსთაველის თეატრში – დავით კლდიაშვილის “ირინეს ბედნიერება”, მარჯანიშვილის თეატრში – დავით კლდიაშვილის მიხედვით “სოლომონ მორბელაძე”. გარდა ქართული თეატრებისა სპექტაკლები შექმნა პოლონეთში – დადგა ტრუსონ მარტის პიესა “ვთამაშობ სტრილბერგს”; იქაურ ფესტივალზე “კლასიკა პოლსკა” დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის, სადაც წარმოადგინა სპექტაკლი – ვიჟენსკის “ოქტომბერი”; აგრეთვე აღსანიშნავია მისი “ალუბლის ბაღი” ა. ჩეხოვის მიხედვით; სულ ახლახანს კი რუსთაველის თეატრში პარტნიორობა გაუწია რობერტ სტურუას სპექტაკლის – “კაცია-ადამიანის” შექმნაში, რომლის პრემიერაც სექტემბერში გაიმართება.
* * *
- თქვენ თეატრალური რეჟისორი ბრძანდებით, რამ გადაგაწყვეტინათ ტელესერიალის გადაღება?
- ფაქტიურად ეს ამ მასშტაბის სერიალის გადაღების პირველი ცდაა საქართველოში. ძალიან დიდი ცდუნებაა, გააკეთო ის, რაც ჯერ არ გაკეთებულა.
- დღეს თითქმის ყველა ტელეარხი უცხოურ ტელესერიალებს უჩვენებს. ჰგავს თუ არა ქართული ტელესერიალი მაყურებლისთვის ნაცნობ ამ ტელესერიალებს?
- ჩვენ არ ვიღებთ, ასე ვთქვათ, “პირდაღებულ” ტელესერიალს, ვცდილობთ გადავიღოთ ნაღდი ამბები. აქ დედები დაკარგულ შვილებს არ ეძებენ და არავის ემართება ამნეზია. დანარჩენი მაყურებელმა გადაწყვიტოს, განსაჯოს, ჰგავს თუ არა აქამდე ნანახს.
- ვინ არის ფილმის სცენარის ავტორი, საერთოდ, ვინ მუშაობენ ამ ფილმზე?
- ამ პროექტის ავტორი მე გახლავართ, იდეა ეკუთვნის ზაზა შენგელიას. სცენარზე ჩემთან ერთად მუშაობენ ალექსანდრე ქოქრაშვილი, მიხო მოსულიშვილი, კობა ცხაკაია, რომელიც ჩემთან ერთად ფილმის რეჟისორიცაა. ვფიქრობ, ფილმის გადაღების პროცესში სცენარისტები დაგვემატებიან. გვინდა მოვიზიდოთ დრამატურგები დიალოგებზე სამუშაოდ. დამდგმელი ოპერატორები არიან თემურ კალანდარიშვილი, ნოდარ გიგინეიშვილი, არჩილ სალარიძე, კახა შარაბიძე; დამდგმელი მხატვარია აივენგო ჭელიძე, კოსტიუმების მხატვარია ინგა ტორჩინავა; ფილმის მუსიკა ეკუთვნის ახალგაზრდა კომპოზიტორს ლიკა თურქაძეს. მან თვითონ მომძებნა და შემომთავაზა თანამშრომლობა. იგი უაღრესად საინტერესო და ნიჭიერი კომპოზიტორია. მუსიკის ძირითადი არანჟირების ავტორია მერაბ მამულაშვილი. არანჟირება ეკუთვნის ავთო შარაშენიძეს, რომელიც უანგაროდ გვეხმარება. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო მის მიმართ. მე მას არც კი ვიცნობდი, ისე მოვიდა და დახმარება შემომთავაზა ყოველგვარი საზღაურის გარეშე! მთლიანად მადლობას ვუხდი მთელ სამუშაო ჯგუფს. მადლობა აგრეთვე მამაჩემს – ლადო ენუქიძეს, რომელიც ცოცხალი ხმით სოლოს უკრავს ფლეიტაზე, საქსაფონზე, ალტსაქსაფონზე.
- მსახიობებზე რას იტყვით? ვინ თამაშობენ და როგორ შეხვდნენ ტელესერიალში გადაღების წინადადებას?
- მსახიობები მე შევარჩიე. ჩემს წინადადებას ისინი, რა თქმა უნდა, ინტერესით შეხვდნენ, მაგრამ, როგორც ისინი შრომობენ შეთავაზებული საზღაურის ფასად, ეს, ფაქტიურად, თავგანწირვაა… ღამეებს ათენებენ, მუშაობენ შეუსვენებლივ, რისთვისაც ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. ფილმში ძირითად როლებზე დაკავებული არიან თათული დოლიძე, ნანა ფაჩუაშვილი, დავით დვალიშვილი, გოგა პიპინაშვილი, ირაკლი კავსაძე, ზურაბ ბერიკაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, ბექა ქავთარაძე, ნანა ლორთქიფანიძე, შოთა ქრისტესაშვილი, თამარ მაყაშვილი, შოთა სხირტლაძე, ია ფარულავა, დავით დარჩია, ცისია მეტრეველი, მალხაზ ქვრივიშვილი, სოსო გოგიჩაშვილი… ყველას ვერ ვასახელებ, მათ გარდა ფილმში მონაწილეობს კიდევ 30 მსახიობი.
- ფილმის გადაღება ძვირადღირებული წარმოებაა – მით უმეტეს, დღევანდელ საქართველოში. ვინ გაიღო ფილმისთვის სახსრები?
- მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაფინანსებს. ფილმისთვის ფული იშოვა ზაზა შენგელიამ. მართალია, ცოტაა, მაგრამ ისიც სასწაულია, საერთოდ რომ იშოვა!
- რა სიძნელეები შეგხვდათ ფილმის გადაღებისას?
- ფილმზე მუშაობა თავისთავად რთული პროცესია. თითქმის შეუსვენებლივ გვიხდება 17-18 საათს მუშაობა. ძალიან ძნელია მუშაობა თუ-ნდაც იმიტომ, რომ სახსრები ძალიან ცოტაა. თითქმის წარმოუდგენელია ის შრომა, რომელსაც აწარმოებს პროდიუსერთა ჯგუფი შალვა ბიწაძის ხელმძღვანელობით. პავილიონიც კი არ გაგვაჩნია. გადაღებები მიმდინარეობს ქუჩებში, კაფე-ბარებში, ნაქირავებ სახლებში… იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სამუშაო სიძნელეები არ გადავა ეკრანზე და მაყურებელი ვერ იგრძნობს მას.
- როდის დასრულდება გადაღება?
- გადაღებები 17 მაისს დაიწყო და დღესაც გრძელდება. პირველი ეტაპისთვის 35 სერია უნდა გადავიღოთ, რისი ფინანსებიც არსებობს. 20 მზა სერიით გავალთ ეთერში, ხოლო შემდეგ 15 სერიას თანდათან გადავიღებთ. ვამზადებთ კიდევ 60 სერიას, მაგრამ მათი გადაღება დამოკიდებულია ფინანსებზე. თუ გვექნება დაფინანსება ანდა სარეკლამო შემოსავალი და, რაც მთავარია, თუ მაყურებელმა ფილმი მიიღო და შეიყვარა, გადაღებები გაგრძელდება. წინასწარ ძნელია რაიმეს დაზუსტება.
- რა ჟანრს განეკუთვნება ეს სერიალი და როგორია მისი სიუჟეტი?
- ფილმი პოლიჟანრულია. მასში არის მელოდრამა, დეტექტივი, ყოფითი და სოციალური დრამა კომედიური მოტივებით და ელემენტებით.
ფილმში არის ამბავი შურისძიებაზე, სიყვარულზე; ამბავი მდიდრებზე და ღარიბებზე, ღალატზე და რაინდობაზე; ამბავი იმაზე, თუ როგორ გადადის შურისძიება ქველმოქმედებაში.
- კიდევ გადაიღებთ თუ არა ახალ ტელესერიალს? საერთოდ, როგორია თქვენი შემდგომი გეგმები?
- ჯერ ეს დამამთავრებინა და!.. რაც შეეხება მომავლის გეგმებს, მიღებული მაქვს მოწვევა და უახლოეს ხანში გავემგზავრები ავსტრიულ-პოლონური ვიდეოფილმის გადასაღებად. საერთოდ კი, პირველსავე შესაძლებლობის შემთხვევაში დავუბრუნდები თეატრის რეჟისურას. ამ ბოლო დროს ბედმა გამიღიმა და ვთანამშრომლობ რუსთაველის თეატრთან.
- წარმატებებს გისურვებთ თქვენ და მთელ თქვენს შემოქმედებით ჯგუფს!..
