სულის მდინარე
ლაკბე, მდინარე გურჯაანის რაიონში, ივრის მარცხენა შენაკადი. იწყება გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 935 მ სიმაღლეზე. სიგრძე 32 კმ, აუზის ფართობი 235 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე.
მიხო მოსულიშვილი
სულის მდინარე
(მინიატურა)
“და სიტყვა, როგორც ყვავილი – სითბოს,
სიხარულსა და ტკივილს მორჩილებს;
და თუმცა ვხედავ ყვავილებს ცელით,
სიტყვებს კი ისევ სიტყვით მოჭრილებს”.
ომარ თურმანაული – “და ვწერ”, 1991 წელი.
თუკი ამ ბინდისფერ და ყოვლის დამამხობელ საწუთროსგან თავმობეზრებული და უიმედო დიდხანს დაჰყოფ საწყლისპიროზე, მდინარე აუცილებლად ჩამოატარებს შენს გვამს, და სად იქნები მაშინ – ისევ ნაპირზე იჯდები თუ სულის მდინარე წაგიღებს ტაატ-ტაატით?


bibomedia.com
მარტი 5, 2008 at 2:39 PM
mimosfinn
მარტი 6, 2008 at 5:43 AM