ლაკბე

დიალოგები და მონოლოგები უჩინმაჩინის ქვეყნიდან

პაპა და ფორდ მედოქს ფორდი

leave a comment »

ტელემაყურებლის შეკითხვა ინტელექტუალური ტელეთამაშისთვის ”რა? სად? როდის?”

ავტორი – აბა, რა ვიცი…
ქალაქი: თბილისი, ტელეფონი:(რაღაცა რიცხვები).

ყურადღება ეკრანზე…

trans2

თქვენ ხედავთ გასული საუკუნის ოციან წლების პარიზში გამომავალი ინგლისურენოვანი ჟურნალის “ტრანსატლანტიკ რევიუს” 1924 წლის ერთ-ერთი ნომრის ყდას.

წითელჟილეტიანს შემოაქვს სურათი ფორდ მედოქს ფორდისა, ჯოისთან და პაუნდთან ერთად და ურიგებს გუნდის წევრებს –
Ford, Joyce, Pound
სურათზე – (მარცხნიდან) ფორდ მედოქს ფორდი, ჯეიმს ჯოისი და ეზრა პაუნდი

ამ ჟურნალის რედაქტორი, ფორდ მედოქს ფორდი 1932 წელს ასე იგონებდა “ტრანსატლანტიკ რევიუს” 1925 წლის აგვისტოს ნომრის გამოსვლის პერიპეტიებს:

“როცა ნიუ-იორკს გავემგზავრე, ავდექი და ჟურნალი მას მივანდე, თან მკაცრი მითითებაც მივეცი, ვინ არ დაებეჭდა, რაც მთავარია – ვინ არ უნდა შეემოკლებინა. ბოლო მოსისხლე მტერი, მისი წყალობით რომ შევიძინე, გუშინ გარდაიცვალა. მან აიღო და სტატია შეუმოკლა, ასევე შეუკვეცა სტატიები იმათ, ვისაც ყველაზე უფრო ველოლიავებოდი და იმათაც, ვინც ყველაზე საშიში ავტორი იყო ჩემთვის. სამაგიეროდ ის თავისი ველური ძმაკაცები – ყველანი სრულ-სრულად დაბეჭდა”.

“ველური ძმაკაცებში” იგულისხმებოდნენ: ჯონ დოს პასოსი, ნათან აში, გაი ჰიკოკი და გერტრუდა სტაინი…

კითხვა –
ვინ იყო ჟურნალ “ტრანატლანტიკ რევიუს” დროებითი რედაქტორი?

პასუხი –
ერნესტ ჰენმინგუეი.

წყაროები:
1. ჟურნალს “ტრანსატლანტიკ რევიუს” ყდის ინტერნეტული მისამართი – http://www.sc.edu/library/spcoll/amlit/hemmagazines/trans2.jpg
2. ამ ჟურნალის რედაქტორის სურათის ინტერნეტული მისამართი – http://records.viu.ca/~lanes/english/hemngway/ford.htm
(სურათზე არიან მარცხნიდან მარჯვნივ – ფორდ მედოქს ფორდი, ჯეიმს ჯოისი, ეზრა პაუნდი).
3. ბორის გრიბანოვი – “ჰემინგუეი” (სერია: “გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება”), გამომცემლობა “ნაკადული”, თბილისი, 1986 – გვ. 226

შეკითხვის ლოგიკა – როგორ უნდა გამოიცნონ ინტელექტუალებმა:
როგორც კი ველურ ძმაკაცებში ვახსენებთ გერტრუდა სტაინს – სახელგანთქმულ მოდერნისტს ოციანი წლების პარიზში, მაშინვე ამოტივტივდება მისი მეგობარი მოდერნისტების სახელები – ჯეიმს ჯოისი, ეზრა პაუნდი, თომას ელიოტი, ერნესტ ჰემინგუეი.
ამ ოთხიდან ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო ჟურნალის დროებითი რედაქტორი. მაგრამ ჟურნალის სურათის ყდაზე, ავტორებში წერია ერნესტ ჰემინგუეის გვარი.

papa
Ernest Hemingway (right) with a matador shortly before a bullfight in San Lorenzo de El Escorial, Spain, 1960.

Written by უჩინმაჩინი

ოქტომბერი 20, 2009 ზე 12:07 PM

დატოვეთ გამოხმაურება

You must be logged in to post a comment.